სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი – მაქსიმ იავიჩი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ – კორესპონდენტად.
პროფესორ იავიჩს გააჩნია სამეცნიერო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, მაქსიმი მონაწილეობს და ხელმძღვანელობს მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ პროექტს.
პროფესორ მაქსიმ იავიჩის კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კიბერუსაფრთხოება, კრიპტოგრაფია და პოსტ – კვანტური გამოთვლები.
უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი მაქსიმ იავიჩი არის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პირველი წევრ – კორესპონდენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ მისი არჩევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოებისა და მასთან მომიჯნავე დარგების აკადემიურ დონეზე განვითარების პროცესს.









