DevOps ინჟინერია

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (საერთო ხანგრძლივობა: 20 საათი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

ერეკლე მიქიაშვილი – საქართველოს ბანკის Advanced DevOps ინჟინერი, ლექტორი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

კურსი განკუთვნილია DevOps-ის ინჟინერიის შესასწავლად. ის მოიცავს DevOps-ის კონცეფციებს, ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. კურსის ძირითადი თემებია:

კურსის მთავარი თემებია:

  • Linux/Unix ოპერაციული სისტემების საფუძვლები და ადმინისტრირება
  • ვერსიების კონტროლი Git-ის საშუალებით და კოლაბორაციული მუშაობა
  • კონტეინერიზაცია Docker-ის გამოყენებით და ორკესტრაცია Kubernetes-ის დახმარებით
  • GitLab CI/CD-ის მეშვეობით ავტომატიზებული ფაიფლაინების შექმნა
  • AWS ღრუბლოვანი სისტემის გამოყენება და Terraform-ით ინფრასტრუქტურის მართვა
  • სისტემების მონიტორინგი Prometheus-ისა და Grafana-ს გამოყენებით

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • ეფექტურად მართოთ სისტემები, მოახდინოთ აპლიკაციების კონტეინერიზაცია
  • გამართოთ ავტომატიზებული ინფრასტრუქტურა
  • უზრუნველყოთ აპლიკაციების უწყვეტი მიწოდება და დანერგოთ გამართული მონიტორინგი.

ჩატარების ტიპი: online

კურსის საფასური: 350 ლარი 

საფასური SCSA წევრებისთვის: 300 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

ლექცია 1: DevOps-ის არსი და ფუნდამენტური პრინციპები

ტრადიციული IT სტრუქტურიდან DevOps მიდგომაზე გადასვლის ევოლუცია
DevOps ფილოსოფია, პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა თანამედროვე ორგანიზაციებში
DevOps ინჟინრის როლი, პასუხისმგებლობები და კარიერული განვითარების პერსპექტივები

ლექცია 2: Linux/Unix ოპერაციული სისტემების საფუძვლები

მნიშვნელოვანი shell ბრძანებები და ტერმინალთან ეფექტური მუშაობა
ფაილური სისტემის იერარქია, სტრუქტურა და წვდომის უფლებების მართვა, პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, განახლება და პროცესების მონიტორინგი
პრაქტიკული სავარჯიშო: სისტემაში ნავიგაცია, ფაილების შექმნა და მოდიფიცირება, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია.

ლექცია 3: ვერსიების კონტროლი Git-ის გამოყენებით

Git-ის ფუნდამენტური კონცეფციები და ვერსიების კონტროლის მნიშვნელობა
Branching სტრატეგიები და მათი გამოყენება პროექტების მართვაში
კოლაბორაციული მუშაობის პროცესი და კოდის განხილვის (code review) პრაქტიკა
პრაქტიკული სავარჯიშო: რეპოზიტორიების შექმნა და მართვა, branch-ებთან მუშაობა, ცვლილებების შეტანა და MR/PR-ების განხორციელება.

ლექცია 4: კონტეინერიზაცია Docker-ის გამოყენებით

Docker-ის არქიტექტურა: images, containers, registries
Dockerfile-ის შექმნა და კონტეინერების გაშვება.
საუკეთესო პრაქტიკა კონტეინერიზაციისას
პრაქტიკული სავარჯიშო: მარტივი ვებ-აპლიკაციის კონტეინერიზაცია, Dockerfile-ის შექმნა და ბრძანებების გამოყენება.

ლექცია 5: უწყვეტი ინტეგრაცია/მიწოდება GitLab CI-ის საშუალებით

GitLab CI/CD-ის არქიტექტურა და უპირატესობები
ეფექტური და ოპტიმიზებული ფაიფლაინების დაგეგმვა და იმპლემენტაცია
CI/CD პროცესის ეტაპები, job-ები და საერთო გამოყენების შაბლონები (templates)
პრაქტიკული სავარჯიშო: სრული CI/CD პაიპლაინის შექმნა, რომელიც მოიცავს აპლიკაციის აწყობას, ტესტირებასა და დეფლოიმენტს.

ლექცია 6: Kubernetes საფუძვლები და სტრუქტურა

კონტეინერების ორკესტრაციის კონცეფცია და Kubernetes-ის არქიტექტურა (control
plane, nodes); ძირითადი რესურსები: Pod, Container, Namespace, Service.
kubectl-ის გამოყენება და ყოველდღიური ოპერაციები
პრაქტიკული სავარჯიშო: ძირითადი რესურსების შექმნა და სხვადასხვა ბრძანებების გამოყენება მათი ნახვისა და მართვისთვის.

ლექცია 7: Kubernetes: მართვა და ოპერირება

Workload-ის ტიპები: Deployment, ReplicaSet, StatefulSet და მათი გამოყენების სცენარები
სენსიტიური მონაცემების მართვა ConfigMap-ებისა და Secret-ების გამოყენებით ქსელის მართვა: Ingress, Service Types, Network Policies
პრაქტიკული სავარჯიშო: კლასტერის გამართვა, ქსელური წვდომის უზრუნველყოფა
და Ingress კონტროლერის გამოყენება.

ლექცია 8: AWS პლატფორმა და ინფრასტრუქტურა როგორც კოდი (Terraform)

AWS-ის ძირითადი სერვისები: IAM, VPC, EC2, S3
კონტეინერიზებული აპლიკაციების მართვა AWS-ზე: ECR და EKS სერვისები
ინფრასტრუქტურის როგორც კოდის (IaC) კონცეფცია და Terraform-ის საშუალებით რესურსების მართვა
პრაქტიკული სავარჯიშო: AWS გარემოს მომზადება Terraform-ის გამოყენებით და აპლიკაციის განთავსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა.

ლექცია 9: სისტემების მონიტორინგი და დაკვირვებადობა

მონიტორინგისა და დაკვირვებადობის ფუნდამენტური პრინციპები და მნიშვნელობა
Prometheus-ის არქიტექტურა, მეტრიკების შეგროვება და გაფრთხილებების (alerts) კონფიგურაცია
Grafana-ს დაშბორდების შექმნა და მონაცემთა ვიზუალური წარმოდგენა
პრაქტიკული სავარჯიშო: მონიტორინგის სისტემის იმპლემენტაცია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც აპლიკაციის, ასევე ინფრასტრუქტურის მდგომარეობის კონტროლს.

ლექცია 10: ფინალური პროექტი

ვებ-აპლიკაციის (მაგ., Python Flask ან Node.js) შექმნა და კონტეინერიზაცია Docker-ის გამოყენებით.
CI/CD pipeline-ის დანერგვა GitLab-ის საშუალებით (build, test, deploy).
აპლიკაციის განთავსება AWS EKS კლასტერზე Terraform-ის გამოყენებით.
მონიტორინგის სისტემის დაყენება Prometheus-ისა და Grafana-ს გამოყენებით.

 

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ვებ პროგრამირებას/პროგრამირებას/ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 591 339 884 / (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355.

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association